08:08 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-23 15:53:04, 1202 ნახვა

კომენტარი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის მიმართულებით უახლოესი პერიოდის რეისების განრიგი წარმოადგინა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის მიმართულებით უახლოესი პერიოდის რეისების განრიგი წარმოადგინა.

 დავით ზალკალიანის თქმით, კვირის განმავლობაში შედგება მხოლოდ ორი რეისი.

„მინდა გაცნობოთ, რომ გუშინ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთელი ღამის განმავლობაში ვმუშაობდით კომპანია „საქართველოს ავიახაზებთან" და შედგენილი არის ევროპის მიმართულებით უახლოესი ორი კვირის  ფრენების განრიგი. საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ კვირის განმავლობაში შედგება მხოლოდ ორი რეისი. მიმდინარე  კვირას, უკვე დღეს, განხორციელდება თბილისი-ბერლინი-ბათუმის რეისი, რომელიც სამშობლოში დააბრუნებს ჩვენს მოქალაქეებს, ვინც ამ პერიოდისთვის კონცენტრირებული იყო ბერლინში და ასევე, ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში. ხვალ განხორციელდება ბერძნული ავიაკომპანია „ეგეოსის" რეისი თბილისის მიმართულებით,  რომლითაც კომაპანია ჩამოიყვანს საქართველოს მოქალაქეებს და  საქართველოდან წაიყვანს საკუთარ მოქალაქეებს. 26 მარტს განხორციელდება რეისი თბილისი-ვენა-თბილისი,  ხოლო 31 მარტს - რეისი თბილისი-ამსტერდამი-თბილისი. 3 აპრილს განხორციელდება რეისი თბილისი-ვარშავა-თბილისი,  ხოლო 7 აპრილს - თბილისი-ათენი-თბილისი; 10 აპრილს - რეისი თბილისი-ლარნაკა-თბილისი. ეს არის ის უახლოესი დღეების განრიგი, რისი შესაძლებლობაც ამ სიტუაციაში არსებობს იმისათვის, რომ ჩვენ ეტაპობრივად გამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვმუშაობთ ასევე შემდგომი პერიოდის განმავლობაში რეისების დაგეგმვაზე,  რომ, ვიმეორებ, ეტაპობრივად მოხდეს ჩვენი მოქალაქეების დაბრუნება საქართველოში", - განაცხადა დავით ზალკალიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ  გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით აღნიშნულ რეისებზე ბილეთის თანხა არ უნდა  აღემატებოდეს 199 ევროს. "ეს უნდა დაიცვას ავიაკომპანიამ, რომელიც განახორციელებს ამ რეისებს. გვესმის, რომ ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ აუცილებელია, რომ ეს ჭერი იყოს მტკიცედ, მყარად დაცული ავიაკომპანიის მიერ"- აღნიშნა მან.

მინისტრის  განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით უცხოეთიდან უკვე გამოიყვანა საქართველოს 3000-მდე მოქალაქე.

"საქართველოს მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ინტენსიურად მუშაობს უცხოეთიდან ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. უკვე თვენახევარია, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით და პრემიერ-მინისტრის დავალებით მოვახერხეთ 3,000-მდე ჩვენი მოქალაქის დაბრუნება სამშობლოში. განხორციელდა სპეციალური რეისები ჩინეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან,  გერმანიიიდან და ა.შ. ეს სია საკმაოდ ვრცელია. უკვე განისაზღვრა ის მიმართულებები, საიდანაც, ამ ეტაპზე მოხდება საქართველოს მოქალაქეების ეტაპობრივი გამოყვანა - მე ხაზს ვუსვამ, ეტაპობრივი გამოყვანა, რადგან არაერთხელ განვმარტე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: აუცილებელია ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მომზადებული შეხვდეს ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას. როგორც ცნობილია, შემოსული მგზავრები (საქართველოს მოქალაქეები) გადიან 14 დღიან აუცილებელ საკარანტინო პროცედურებს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია იყოს დაცული ზუსტი თანაფარდობა არსებულ სივრცეებსა და საქართველოში დასაბრუნებელ მოქალაქეებს შორის"- აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ეს არის  უახლოესი დღეების განრიგი, რომლის შესაძლებლობაც ამ ეტაპზე არსებობს და მუშაობა მიმდინარეობს  სხვა მიმართულებებზეც.  „შესაძლოა ამ მიმართულებითაც გარკვეული ცვლილებები იყოს და ამის შესახებ ოპერატიულად ეცნობება საზოგადოებას, რადგან როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს საელჩოებთან და საკონსულოებთან ერთად 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ.  არის ასევე ავიაკომპანიის შესაბამისი ცხელი ხაზიც".​





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics