|
2020-03-23 13:52:26, 1314 ნახვა
კომენტარი
ბოკერია - Covid19-ის საბაბით არჩევნების გადადება არ გამოუვა ხელისუფლებას არც ერთ შემთხვევაში, ამიტომ არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში
„ამ საბაბით არჩევნების გადადება არ გამოუვა ხელისუფლებას არც ერთ შემთხვევაში, ამიტომ არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, არანაირი პრობლემა არ შეექმნება არჩევნებს. „ქალბატონი სალომეს შემთხვევაში, რთულია პროგნოზირება იმისა, ვერ გამოხატა აზრი, თუ რამეს გულისხმობდა. რაც მან თქვა, ის სიმართლეს არ შეეფერება. არანაირი ამ ტიპის შეზღუდვა არ არსებობს არსად ქართულ კანონმდებლობაში და იმედი მაქვს, ეს საგანგებო მდგომარეობა რომ დასრულდება, ერთი თვის შემდეგ და ეს ყველაზე დიდი საფრთხისმომცველი ფაზა რომ გადაივლის, ამის შემდეგ, აღარ იქნება საჭირო ამის გაგრძელება და არანაირი პრობლემა არ შეექმნება არჩევნებს, ამიტომ მის სიტყვებს ვერანაირად ვერ დავეყრდნობით. რეალურად თუ მართლა ისეთი მძიმე მდგომარეობაა მთელს მსოფლიოში და აქედან გამომდინარე საქართველოშიც, რომ ფიზიკურად შეუძლებელია არჩევნების ჩატარება, ეს ყველასთვის გასაგები იქნება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ იქნება იმ დროისთვის და ამ საბაბით არჩევნების გადადება არ გამოუვა ხელისუფლებას არც ერთ შემთხვევაში, ამიტომ არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში“, - განაცხადა გიგა ბოკერაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)