2020-03-21 21:10:09, 3579 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის საპარლამენტო მდივანი - თუ ათ დღეში აღმოიფხვრება პრობლემა , ათ დღეშივე გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა
პრობლემის ათ დღეში აღმოფხვრის შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობა ათ დღეშივე გაუქმდება - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა პლენარულ სხდომაზე 20 დღეში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესახებ შემოთავაზების შემდეგ ისაუბრა.
მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება ერთი თვე თუ ამის საჭიროება იქნება.
"საგანეგებო მდგომარეობა შეიძლება გაუქმდეს პრობლემის ახმოფხვრისთანავე. თუ ათ დღეში ამოიფხვრება პრობლემა , ათდღეშივე გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა , მაგრამ თუ ერთი თვე დაჭირდება გაგრძელდება კიდეც", - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,