|
2020-03-21 09:55:48, 3178 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის და ეკონომიკური გუნდის შეხვედრაზე ის სექტორები განისაზღვრა, რომელთა დასახმარებლად უახლოეს პერიოდში სპეციალური პაკეტი იქნება წარმოდგენილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვედრაზე განისაზღვრა ის სექტორები, რომლებიც კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად დაზარალდა და უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი იქნება სპეციალური პაკეტი ამ სექტორების დასახმარებლად. ეკონომიკური გუნდი, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეროვნულ ბანკთან კოორდინაციით, აქტიურად მუშაობს, რათა ის ეკონომიკური ზიანი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას კორონავირუსის ეპიდემიის გამო მიადგა, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და შემუშავდეს ეკონომიკის სტიმულირების ის ღონისძიებები, რომელიც დაზარალებულ სექტორებს კრიზისის სწრაფად დაძლევაში დაეხმარება. კონკრეტული მიზნობრივი ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც მთავრობა კორონავირუსის გავრცელების შედეგად დაზარალებული პრიორიტეტული სექტორების დასახმარებლად განახორციელებს, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. აღინიშნა, რომ ყველა ის ინიციატივა, რომელიც უახლოეს პერიოდში გაჟღერდება, ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ მთავრობა მაქსიმალურად დაეხმაროს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც, დაკარგეს, ან შესაძლოა, დაკარგონ შემოსავალი შექმნილი ვითარების გამო, ასევე დაეხმაროს ქართულ ბიზნესს, გადალახონ კრიზისი და მოკლე პერიოდში დაიბრუნონ კონკურენტული უპირატესობები. მთავრობის ეკონომიკური გუნდი ეკონომიკის სექტორების შემდგომი მხარდაჭერის პაკეტის შემუშავების პროცესში აქტიურად თანამშრომლობს უმსხვილეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის დამატებითი მატერიალური რესურსების მობილიზების მიმართულებით. შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საცალო ვაჭრობის ობიექტების მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მაქსიმალური სოციალური დისტანციის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად და აუცილებელია, როგორც ეპიდემიის გავრცელების შენელების, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის რისკების შემცირების თვალსაზრისით. მთავრობა კიდევ ერთხელ მიმართავს საზოგადოებას და ბიზნესსექტორს, მკაცრად დაიცვან უწყებათაშორისი საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები, რათა ქვეყანამ რაც შეიძლება სწრაფად გადალახოს ის კრიზისი, რომელიც მთელს მსოფლიოშია შექმნილი და ქვეყნის ეკონომიკა მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაუბრუნდეს ნორმალურ ფუნქციონირებას.
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)