11:01 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-20 12:46:15, 1202 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე - კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტურობის საფუძველი სწრაფი დიაგნოსტიკაა

სწრაფი ტესტირების და დროული  დიაგნოსტიკის შესახებ ,,ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგი დროს ისაუბრა.


მისი თქმით, კარანტინის 14 დღიანი ვადის მიზეზი, სწრაფი დიაგნოსტიკის და ტესტირებების არ ქონაა. 


"მსოფლიოში არსებობს საუკეთესო გამოცდილებები კორონავირუსითან ბრძლის. მე მინდა სტატისტიკა გაგაცნოთ - ჩინეთში გარდაცვალების მაჩვენებელი 1,4%, იტალიაში 8,3 და სამხრეთ კორეაში 1,1 %. შესაბამისად კითხვა უნდა დავსვა - რა გააკეთა ჩინეთმა და სამხრთე კორეამ ისეთი, რომ შეამცირა გარდაცვალების რაოდენობა და ბოლო ორი დღეა შიდა გადაცემაც კი აღარ არის კორონავირუსის. 


ამის საფუძველი სწრაფი დიაგნოსტიკაა. შესაბამისად ჩვენ ვთვაზობთ ხელისუფლებას სამ კომპონენტიან სტრატეგიას: სახელმწიფომ უნდა შეიძინოს 1 მილიონი სწრაფი, ხოლო 200 000 პსრ ტესტი, უნდა გააუქმოს კერძო ლიცენზირებულ ლაბორატორიებიდან ტესტის ჩატარების ყოველგვარი ზედმეტი მოთხოვნები, უნდა შეიმუშაოს მოქალაქეების დიაგნოსტიკის კომპლექსური მექანიზმი, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მოქალაქეების ტესტირება და დიაგნოსტიკა.


 აქვე მინდა მივუთითო, რომ ჩინეთში სწრაფი ტესტი 5 დოლარამდე, ხოლო პსრ ტესტის 10 დოლარამდე ჯდება, არც ჯანდაცვის სამინისტრომ და არც კერძო ლაბორატორიებმა არ გააკეთონ სპეკულაცია ტესტების ფასებით, ეს ამ სიტუაციაში დანაშაულის ტოლფასია.


 რაც შეეხება სახელმწიფოს პროგრამას, ის უნდა იყოს უფასო და თითოეულ ადამიანს მიეცეს შესაძლებლობა. თუ ამ სტრატეგიით მივუდგებით ყველაფერს , ძალიან სწრაფად შევძლებთ კარანტინის ზომების მოხსნას. 14 დღე, დღეს ადამიანი კარანტინში არის იმიტომ რომ არ არის სწრაფი დიაგნოსტიკის შესაძლებლობა",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
დედაზე ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კაცი დააკავეს
სიზრანში დრონის თავდასხმამ საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი ჩამოანგრია
ყაველაშვილი ასტანაში ტოკაევს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics