|
2020-03-19 22:10:42, 1393 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე კორონავირუსზე - პანიკა აზიანებს საერთო პროცესს, საჭიროა სიფრთხილე და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობების ზედმიწევნით შესრულება
„პანიკა არ არის საჭირო, პანიკა აზიანებს საერთო პროცესს, მაგრამ საჭიროა სიფრთხილე, საჭიროა ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობების ზედმიწევნით შესრულება. მისი თქმით, ამ შემთხვევაში შევძლებთ ეფექტურად ვუპასუხოთ ამ გამოწვევას და თავიდან ავიცილოთ ვირუსის იმ მასშტაბებით გავრცელება, რომელიც დააზიანებს ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობას. „სხდომაზე დამატებით განხილული იყო მთავრობას, პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მექანიზმები. ჩემის მხრივ, შემიძლია გითხრათ, რომ პარლამენტის მხრიდან არსებობს სრული მზადყოფნა იმისათვის, რომ როდესაც იქნება ამის ჩვენება მთავრობის დასაბუთებულ მოთხოვნაზე პარლამენტმა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, როგორც კი ამის საჭიროება იქნება. შესაბამისად, ამ მომენტისათვის სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რათა ჩვენი საზოგადოება და თითოეული მოქალაქე მაქსიმალურად იყოს დაცული. პანიკა, რა თქმა უნდა, არ არის საჭირო, პანიკა აზიანებს საერთო პროცესს, მაგრამ საჭიროა სიფრთხილე, საჭიროა ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობების ზედმიწევნით შესრულება. მხოლოდ ამ შემთხვევაში, ჩვენ შევძლებთ, რომ გამოწვევას ვუპასუხოთ ეფექტურად და თავიდან ავიცილოთ ვირუსის იმ მასშტაბებით გავრცელება, რომელიც შესაძლოა აზიანებდეს ჩვენს ეკონომიკას, ჩვენი მოქალაქეების საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და ჩვენი ქვეყნის მომავალს. დღეს თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა არის მნიშვნელოვანი. ახლა ამოცანა ის არის, რომ ექიმებთან, ექთნებთან, ეპიდემიოლოგებთან ერთად ჩვენ, როგორც მოქალაქეებმა შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია და ხელი შევუწყოთ ვირუსის გავრცელების შეკავებას. პანიკის საფუძველი არ არსებობს, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს. იმედი გვაქვს, რომ საზოგადოებაც პატივს სცემს ამ მოცემულობას, ექიმების შრომას და ჩვენ შევძლებთ ერთად ამ გამოწვევას ვუპასუხოთ ძალიან ეფექტურად“, - განაცხადა თალაკვაძემ.
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)