|
2020-03-19 15:06:05, 1048 ნახვა
კომენტარი
ტიკარაძე - დეტალურად გავაცანით კერძო კლინიკის წარმომადგენლებს იმ ჩვენი სტრატეგიული გეგმის შესახებ, რომელიც ჩვენ გვაქვს დაანონსებული
პრემიერ-მინისტრის შეხვედრა კერძო კლინიკების წარმომადგენლებთან დასრულდა. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მათ კერძო სექტორის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს ინფორმაცია იმ სტრატეგიულ გეგმასთან დაკავშირებით, რაც ჯანდაცვის სისტემას გააჩნია. "რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა პრემიერის მიერ დაორგანიზებული შეხვედრა კორონავირუსთან დაკავშირებით კერძო სექტორის ყველა წარმომადგენელი იმყოფებოდა ამ შეხვედრაზე. ჩვენ დეტალურად გავაცანით მათ იმ ჩვენი სტრატეგიული გეგმის შესახებ, რომელიც ჩვენ გვაქვს დაანონსებული და ჩვენ კლინიკასთან გვაქვს დეტალური ღონისძიებები გატარებული. უკვე 7 კლინიკა მოღვაწეობს და არის ჩართული კორონავირუსის ბრძოლასთან დაკავშირებეით. პაციენტებთან დაკავშრებით გვაქვს კარგი გამოსავლები. მინდა მწუხარება გამოვთქვა ჩვენი დაღუპული მოქალაქის გამო, რომელიც ესპანეთში იმყოფებოდა და კორონავირუსის შედეგად დაიღუპა. მას ჰქონდა არაერთი ქრონიკული დაავადება, მაგრამ კორონავირუსი ამ პაციენტში ერთ-ერთი წამყვანი დიაგნოზი იყო", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)