13:49 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-18 16:32:47, 3003 ნახვა

პოლიტიკა
სახელმწიფო აქტიურად გამოიყენებს ახალგაზრდა ელჩების რესურსს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების დასახმარებლად

17.03.2020 თბილისი - საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ვიდეო-კონფერენცია დიასპორული პროექტის - "საქართველოს ახალგაზრდა ელჩი" მონაწილეებთან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ ნინუას, საქართველოს პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გივი ჭიჭინაძის და სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მუხრან გულაღაშვილის მონაწილეობით.

ვიდეო-კონფერენციის ფარგლებში საუბარი შეეხო მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტიპის გავრცელების გამო შექმნილი ვითარებას და ამ კუთხით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის სტუდენტების მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მონაწილეებმა ვიდეო-კონფერენციის ფარგლებში ახალგაზრდა ელჩებისგან მოისმინეს ინფორმაცია იმ საკითხებისა და საჭიროებების შესახებ, რაც ადგილსამყოფელ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების გამო დიასპორის წარმომადგებლებს, განსაკუთრებით კი მათ თანატოლებს შეეხოთ. აღინიშნა,  რომ მნიშვნელოვანია აქტიურად იყოს გამოყენებული "ახალგაზრდა ელჩების"  რესურსი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კომუნიკაციის და მათ საჭირიებებზე ოპერატიული რეაგირებისთვის. 

შეხვედრის მონაწილეებმა მოსაზრებები გაცვალეს შემდგომი ეფექტიანი თანამშრომლობის გზებზე და შეთანხმდნენ მომდევნო დღეების განმალობაში აქტიურ რეჟიმში კომუნიკაციაზე.

როგორც პროექტში გამარჯვებულმა "ახალგაზრდა ელჩებმა" აღნიშნეს რომ ისინი თანამემამულეებს აქტიურად აწვდიან ინფორმაციას კორონავირუსის გავრცელების პრევენციითვის საქართველოს და სხვა სახელმწიფოების მიერ მიღებული ზომებისა და ახალი რეგულაციების შესახებ.

ახალგაზრდა ელჩებს მიეცათ საქართველოს მთავრობის რეკომენდაციები და ინფორმაცია დიაპორის წარმომადგენელთა დახმარების მხრივ არსებული შესაძლებლობების შესახებ. როგორც საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგებლებმა, აღნიშნეს  საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული სააკორდინაციო საბჭო ყოველდღიურ რეჟიმში იღებს ინფორმაციას საზღვარაგერთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის და საჭიროებების შესახებ და შესაბამის მითითებებს გასცემს მათ დასახმარებლად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics