2020-03-18 14:18:27, 2850 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის საკრებულო დისტანციურ მუშაობაზე გადადის
თბილისის საკრებულო დისტანციურ მუშაობაზე გადადის.
ამის შესახებ თბილისის საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საკრებულოს მუშაობა და ომისიის სხდომები ჩატარდება ელექტრონულად.
"ვითვალისწინებთ რა ,სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს, გადავწყვიტეთ, რომ საკრებულოს აპარატის თანამშრომლებთან ერთად, მათ შორის საკრებულოს წევრებმაც დისტანციურად გავაგრძელოთ მუშაობა. ეს ეხება როგორც კომისიის სხდომებს, ასევე შეიძლება შეეხოს საკრებულოს სხდომას. შევქმენით სამართლებრივი საფუძველი, რის საფუძველზეც შეგვეძლება განსაკუთრებულ შემთხვევაში საკრებულოს მუშაობა იყოს ელექტრონული", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა,
ავტორი: ექსპრესნიუსი,