|
2015-08-06 13:32:03, 621 ნახვა
საზოგადოება
გიგლა აგულაშვილი დევდორაკ-ამალის ხეობაში სტიქიურ პროცესებზე მონიტორინგის მიმდინარეობას გაეცნო
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია მცხეთა-მთიანეთის რეგიონს სტუმრობდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, გიგლა აგულაშვილი დაბა ყაზბეგში, დევდორაკ-ამალის ხეობაში სტიქიურ პროცესებზე მონიტორინგის მიმდინარეობას გაეცნო. მინისტრმა სპეციალისტებთან ერთად ის ადგილები მოინახულა, სადაც ადრეული შეტყობინების სისტემებისათვის საჭირო ხელსაწყო-დანადგარები უნდა განთავსდეს. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, დევდორაკ-ამალის ხეობაში სტიქიური პროცესების მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ და ინფორმაციას შესაბამის უწყებებს აწვდიან. მონიტორინგის მიზანია საქართველოს სამხედრო გზაზე (დარიალის ხეობაში) მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების და ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტსა და ჰიდროელექტროსადგურზე მომუშავე თანამშრომლების დროული ინფორმირება, ხეობაში მოსალოდნელი სტიქიური პროცესების შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)