|
2020-03-16 22:57:58, 1254 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე - მოვუწოდებ ყველა სასურსათო ქსელის მფლობელს, რომ არ მოხდეს სიტუაციის არაკეთილსინდისიერად გამოყენება და ფასების სპეკულაციური ზრდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში სასურსათო პროდუქტების მარაგთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონში მარაგთან დაკავშირებით შეფერხებები არ არის. „რეგიონში ჩვენ არ გვაქვს რაიმე არსებითი შეფერხება ან გამოწვევა სასურსათო პროდუქტებით მომარაგებასთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო და ვთხოვო ყველა სასურსათო ქსელის მფლობელს, ასევე მეპატრონეებს, რომ არ მოხდეს სიტუაციის არაკეთილსინდისიერი გამოყენება და არ ქონდეს ადგილი სპეკულაციურ ზრდას ფასებთან მიმართებაში. არ უნდა მივიღოთ სიტუაცია, როცა მოქალაქეების, ხალხის და ქვეყნის გასაჭირის ხარჯზე ვინმე სპეკულაციურად ახდენდეს ფასების ზრდას" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს ჩაერთონ კორონავირუსთან დაკავშირებულ პრევენციულ ღონისძიებებში და დაეხმარონ მოქალაქეებს. „ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე გამოხატავს მზადყოფნას ჩაერთოს მოხალისედ ამ პროცესში. თუმცა, ამ დროისთვის ამის საჭიროება არ დგას. პანიკის არანაირი საფუძველი არ გვაქვს. ახლა არ არის უიმედობისა და ნიჰილიზმის დრო. პირიქით, არის გვერდში დგომის დრო და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთიანობით შევძლებთ ამ გამოწვევას ძალიან ეფექტურად ვუპასუხოთ და ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.
ბაზისბანკი წარმოგიდგენთ ფინანსური განათლების ეროვნულ ჯილდოს - მასწავლებელთა განაცხადების მიღება დაიწყო
პაპუაშვილი ფიშერზე: აუხსნას ვინმემ, რომ არ ვაპირებთ უკრაინა-მოლდოვის EU-ის გზას დავადგეთ
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)