13:03 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-16 12:43:56, 1911 ნახვა

პოლიტიკა
ბიუროს სხდომაზე დეპუტატები დღეს ნაწილობრივ დისტანციურ მმართველობაზე გადასვლის შესაძლებლობებს განიხილავენ

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატები დღეს ნაწილობრივ დისტანციურ მმართველობაზე გადასვლასთან დაკავშირებით პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს დაარეგისტრირებენ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ბიუროს სხდომაზე სხვა საკანონმდებლო ინიციატივებიც იქნება განხილული.

„პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ჩვენ განვიხილავთ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს. მათ შორის გახლავთ პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტი რეგლამენტში ცვლილებებთან დაკავშირებით.

ასევე, პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული არის რეგლამენტში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება დისკრეცია, მისი გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი, რომ პარლამენტის საქმიანობა დისტანციურად წარიმართოს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics