17:54 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-16 12:01:06, 1168 ნახვა

საზოგადოება
შაბათ-კვირას პენიტენციურ დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები გაგრძელდა

მთავრობის უწყებათშორისი საკოორდონაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად, გრძელდება პენიტენციურ დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. კვირას, 15 მარტს, დეზინფექცია ჩაუტარდა N5 პენიტენციური (ქალთა) დაწესებულებას.

სპეციალური ხსნარით დამუშავდა როგორც ადმინისტრაციული შენობა, ასევე პატიმრების საცხოვრებელი კორპუსები, საერთო სივრცეები და ყველა ის ადგილი, სადაც დაწესებულებაში გარედან შესული ადამიანი შეიძლება მოხვდეს.

გარდა ამისა, პენიტენციურ დაწესებულებებთან არსებულ საზოგადოებრივ მისაღებებში მოქალაქეთა მისაღებ მაგიდებზე მინის დამცავი ბარიერები დამონტაჟდა, რათა საზოგადოებრივ მისაღებების თანამშრომლები ვირუსის შესაძლო გავრცელებისგან იყვნენ დაცულნი.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ვირუსის შესაძლო გავრცელების მიზნით რეგულარულად ჩაატარებს დეზინფექციას პენიტენციურ დაწესებულებებში და ყველა ზომას მიმართავს იმისთვის, რომ დაცულები იყვნენ როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პატიმრები, ასევე სისტემის თანამშრომლები.      





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
სწრაფი საერთაშორისო გადარიცხვები ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკმა AI-ის დანერგვისთვის Global Finance-ის ჯილდო მიიღო
11-17 ნოემბერს საქართველოს ბანკი და LEAF-ი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს 4 ქალაქში გამართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics