12:40 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-05 18:13:26, 610 ნახვა

საზოგადოება
სასოფლო-სამეურნეო მიწის არასასოფლო კატეგორიის მიწად ქცევა ახალ რეგულაციებს დაექვემდებარება

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 30 ივლისიდან სასოფლო-სამეურნეო მიწის არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულებით შეცვლაზე ახალი რეგულაციები ამოქმედდა.

უწყების ინფორმაციით, განაცხადების განხილვა, რომლებითაც მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ განხორციელდება.

„მომზადდა ინსტრუქცია, რომელმაც ახლებურად დაარეგულირა მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების წესები და პროცედურები; დაკონკრეტდა განაცხადის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები.  ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე, 2013 წლის 6 სექტემბრიდან სასოფლო-სამეურნეო მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების საზოგადოებრივ საჭიროებას აფასებდა და შესაბამის გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა იღებდა. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 6 სექტემბრამდე  არ არსებობდა არანაირი რეგულაცია და გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მოქალაქის განაცხადის საფუძველზე პრაქტიკულად ავტომატურად, ყოველგვარი შეფასების გარეშე, ხდებოდა; 2015 წლის 30 ივლისიდან კი სააგენტოში შექმნილი სპეციალური კომისია თითოეულ განცხადებას ინდივიდუალურად 10 დღის ვადაში იხილავს  და შესაბამის დასკვნას  ოქმის სახით აფორმებს. კომისიის ოქმის საფუძველზე მომდევნო 5 დღის ვადაში  სააგენტოს თავმჯდომარე უზრუნველყოფს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას.

ახალი რეგულაციების ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მცირემიწიანი ქვეყნის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მაქსიმალურად მიზნობრივად და რაციონალურად გამოყენებას და ათვისებას.  მიზნობრივი დანიშნულების შეცვლაზე გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სტრატეგია და თავისუფალი მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნები უშუალოდ იმ ნაკვეთთან მიმართებაში, რომელზეც მოთხოვნილია ცვლილება.

ინსტრუქციის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწის მიზნობრივი დანიშნულების არასასოფლო-სამეურნეო მიზნობრივი ფუნქციით შეცვლა განხორციელდება მხოლოდ დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დაადასტურებს აღნიშნული მიწის ნაკვეთის მიზნობრივი ფუნქციის შეცვლის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ საჭიროებას. აღსანიშნავია, რომ მიზნობრივი დანიშნულება შეეცვლება ნაკვეთის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც კონკრეტული კერძო და საჯარო ინტერესების დასაკმაყოფილებლად იქნება მიზანშეწონილი”, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics