17:54 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-15 22:46:11, 1421 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი სურსათის მარაგებთან დაკავშირებული ვითარების გასაცნობად, ჰიპერმარკეტში „აგროჰაბი“ იმყოფებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სურსათის მარაგებთან დაკავშირებული ვითარების გასაცნობად, ჰიპერმარკეტში „აგროჰაბი“ იმყოფებოდა. მინიტრმა ინფორმაცია ქსელის ხელმძღვანელისგან, აკაკი ახვლედიანისგან მიიღო. აკაკი ახვლედიანის განცხადებით,  გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, პირველადი მოხმარების სურსათის მარაგების პრობლემა ქსელში არ აქვთ.

„გუშინ პრემიერთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მომხმარებელთა ნაკადი საგძნობლად შემცირდა. მინდა მოსახლეობას ვუთხრა - მარაგები გვაქვს, როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივი პროდუქციის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მიმართულების ფერმები. სურსათის დეფიციტის საშიშროება მოსახლეობას ნამდვილად არ ემუქრება“, - განაცხადა „აგროჰაბის“ დამფუძნებელმა აკაკი ახვლედიანმა.

დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მსხვილისასურსათოქსელების, იმპორტიორი დადისტრიბუტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო სურსათის მარაგებისა და ფასების რეგულაციის საკითხები განიხილა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
სწრაფი საერთაშორისო გადარიცხვები ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკმა AI-ის დანერგვისთვის Global Finance-ის ჯილდო მიიღო
11-17 ნოემბერს საქართველოს ბანკი და LEAF-ი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს 4 ქალაქში გამართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics