13:04 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-15 12:13:05, 2083 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია: ასეთი კრიზისის დროს ოპონირების მეთოდები განსხვავებული უნდა იყოს

"როცა მთელი მსოფლიო და მათ შორის ჩვენი ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშეა, როცა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ამხელა საფრთხე ემუქრება,ასეთ მომენტში  აბსოლუტურად ბუნებრივია საზოგადოების კონსოლიდაცია. ასეთ კონსლიდაციას უკვე ვხედავთ კიდეც.  - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ კონტექსტში მიმდინარე დისკუსიის ტონიც და პოლიტიკური ოპონირების მეთოდებიც ჩვეულებრივი ვითარებისგან განსხვავებული უნდა იყოს. 

"ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს რომ ასეთ დროს უნდა შეწყდეს დისკუსია და ოპონირება იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავადგათ ამ საფრთხის დასაძლევად ან შესამცირებლად. ამავე დროს, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ყველა ადამიანსა თუ  ჯგუფს უნდა გვესმოდეს, რომ ასეთ კონტექსტში მიმდინარე დისკუსიის ტონიც და პოლიტიკური ოპონირების მეთოდებიც ჩვეულებრივი ვითარებისგან განსხვავებული უნდა იყოს. 

სამწუხაროა, რომ ქართულ ოცნებასთან აფილირებული ყალბი ამბების გვერდების და ფიგურების მხრიდან გრძელდება ისეთი მეთოდების გამოყენება, რომელიც ნორმალური ვითარებისთვისაც კი შეუფერებელია. ამის მაგალითია ჩემი და ჩვენი პოლიტიკური გუნდის სხვა წევრების წინააღმდეგ ბინძური სიცრუის გავრცელება, რომ ჩვენ  თითქოს აგრესიულად  ვესხმით თავს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და ისეთ ფიგურებს, რომლებიც ეპიდემიასთან ბრძოლისას საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ. 

ასეთი უტიფარი სიცრუეა თითქოს მე როდესმე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის დაპატიმრება მოვითხოვე.  შესაძლოა და იმედია, რომ ამ აბსურდულ სიცრუეს ცოტა ადამიანი იჯერებს. მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს საზოგადოების დაყოფას და არა გაერთიანებას. 

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ახლა მაინც, თუნდაც დროებით, უარი თქვან საზოგადოებაში შუღლისა და აგრესიის დათესვაზე. - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics