|
2020-03-15 12:03:06, 1451 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა - სრულად ვმართვთ სიტუაციას, სავაჭრო ქსელებში კრიზისი არ იქნება
„ სავაჭრო ქსელში დღესდღეობით მარაგები საკმარისზე მეტია, სავაჭრო სექტორი საკმაოდ კარგად არის მომზადებული ყველა გამოწვევისთვის", - ამის შესახებ ნათია თურნავამ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. „შეხვედრა გვქონდა სავაჭრო სექტორთან - დიდ სუპერმარკეტებთან, ქსელურ მაღაზიებთან, ვისაუბრეთ არსებულ ვითარებაზე, დავრწმუნდით და დღეს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე იგივე გაჟღერდა, რომ სავაჭრო ქსელში მარაგები საკმარისზე მეტია, ჩვენი სავაჭრო სექტორი საკმაოდ კარგად არის მომზადებული ყველა გამოწვევისთვის. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ რაიმე საფუძველი აჟიოტაჟური მოხმარებისთვის, ზოგიერთ პროდუქტზე ირაციონალურად გაზრდილი მოთხოვნისა არ არსებობს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავას ინფორმაციით, მთავრობა ლოგისტიკურად სრულად მართავს მომარაგების საკითხს და ჩართულია თითოეული კონკრეტული მიწოდების ჯაჭვის მონიტორინგში. „ყველა პრობლემა ძალიან სწრაფად მოდის ჩვენამდე და ჩვენ ამას ვაგვარებთ, აქედან გამომდინარე, არანაირი საფრთხე პროდუქტების, პირველადი მოხმარების საქონლის შეუფერხებელი მიწოდებისა ჩვენს სავაჭრო ქსელებში არ არსებობს. ჩვენ სრულად ვმართვთ სიტუაციას და სავაჭრო ქსელებში კრიზისი არ იქნება", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. მისი თქმით, რა თქმა უნდა, კორონავირუსი - ეს არის გლობალური, ახალი გამოწვევა, რასაკვირველია, ყველანი ცოტათი ვღელავთ, მაგრამ ეს არანაირად არ არის იმის საფუძველი, რომ ავყვეთ, ასე ვთქვათ, უსაფუძვლო აჟიოტაჟს და წუხილს, რადგან ამისი საფუძველი, ნამდვილად არ არსებობს. ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა დღეს სავაჭრო სექტორში დასაქმებულთა როლს და მათ გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც დასაქმებულია დღეს ჩვენს მაღაზიებში, სავაჭრო სექტორში - თითოეულ მოლარეს, თითოეულ კონსულტანტს, ვინც თავდაუზოგავად შრომობს დღეს, იმიტომ რომ მართლაც ძალიან დიდი მისია აკისრიათ. მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი არის სავაჭრო სექტორი, კომპანიები, ვინც ათობით და ათასობით ადამიანს ასაქმებს საქართველოში", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
სწრაფი საერთაშორისო გადარიცხვები ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკმა AI-ის დანერგვისთვის Global Finance-ის ჯილდო მიიღო
11-17 ნოემბერს საქართველოს ბანკი და LEAF-ი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს 4 ქალაქში გამართავს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)