|
2020-03-14 18:28:18, 1585 ნახვა
საზოგადოება
ორშაბათს გახდება ცნობილი კერძო კლინიკების სია, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებენ
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაავალა, ორშაბათს წარმოადგინონ კერძო სამედიცინო დაწესებულებების გეოგრაფიულად განაწილებული სია, იმისთვის, რათა არსებობდეს წინასწარი მზაობა კორონავირუსით ინფიცირებულთა შესაძლო ზრდის პირობებში, სამინისტროსთან სრული კოორდინაციით მოქმედებისთვის. მისი თქმით, კერძო სექტორის მოცულობები აუცილებლობის პირობებში, სახელმწიფოსთვის გათავისუფლდება, რათა მოხერხდეს პაციენტების მაქსიმალურად მომსახურება. „მე შეხვედრა მქონდა კერძო სექტორთან. მათი მხრიდან მზაობა იქნება, რომ ის მოცულობები, რაც მათ გააჩნიათ, აუცილებლობის პირობებში, გაათავისუფლონ სახელმწიფოსთვის, რათა ჩვენ მოვახერხოთ პაციენტების მაქსიმალურად მომსახურება. ჩემი ამოცანაა, დღეს თქვენთან ერთად გადავწყვიტო, ეს სამედიცინო ობიექტები რეგიონების მიხედვით როგორ უნდა იყოს გადანაწილებული. დღეს, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი იღებთ დავალებას, ორშაბათისთვის გვქონდეს კონკრეტული სია გეოგრაფიულად გადანაწილებული სამედიცინო დაწესებულებების, რომლებიც დღეს არიან კერძო სექტორში და რომლებიც სრულად უნდა მოემსახუროს საერთო საქმეს, ჯანდაცვის სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამასთანავე აუცილებელია პროფესიონალი, უმაღლესი კლასის შესაბამისი პროფილის მედიკოსების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც რეგიონულ საავადმყოფოებს დისტანციურად გაუწევენ შესაბამის კონსულტაციას, რათა საჭიროების შემთხვევაში პაციენტთა ნაკადები იმართოს. „მოკლედ, რომ ვთქვა თქვენი ამოცანაა, რომ ჯანდაცვის სისტემა სრულად იყოს მზად პაციენტების მისაღებად რეგიონულ და რაოდენობრივ ჭრილში, შესაბამისი პროფილის მედიკოსების კორპუსი კი იყოს მზად, როგორც დისტანციურად გაუწიოს კონსულტაციები რეგიონულ საავადმყოფოებს, ასევე მართოს ეს ნაკადები და ამასთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანია, სპეციალისტი მედიკოსების რაოდენობა“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. წინასწარი ინფორმაციით, კერძო კლინიკებში, კორონავირუსის მქონე პაციენტების მისაღებად, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 3600 საწოლი იქნება მზად.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)