13:04 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-13 17:06:19, 2268 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - ივანიშვილს შუშის სასახლის ქვემოთ აქვს ბუნკერი, სადაც უდევს ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოცლილი 800 მილიონი დოლარი

ივანიშვილი ფონდი „ქართუს“ მეშვეობით ქართველ ხალხს ეუბნება, რომ მათ 2 ან 3 პროცენტს მიუგდებს, რათა არ მივარდნენ მის შუშის სასახლეში, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბანკი „ქართუს“ ინიციატივას.

სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მთელი ფული მოპოვებულია საქართველოს ბიუჯეტიდან ფულის მოპარვით.

„ივანიშვილმა დღეს დილიდან გამოაცხადა, რომ მისი ფონდი „ქართუ“ შეუვსებს სახელმწიფო ორგანოებს ფულს თუ მათ რაღაც ფული დააკლდებათ. ბოლო წლებში, ივანიშვილის მთელი ფული მოპოვებულია საქართველოს ბიუჯეტიდან ფულის მოპარვით, ქართული მიწების მოპარვით, ბიზნესების წაღებით, მევახშეობით და ეს ყველაფერი გადაქაჩა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკუთარ ჯიბეში და ახლა ნახეთ რას გეუბნებათ: 2 ან 3 პროცენტს ამ ფულიდან მოგიგდებთ იმისათვის, რომ არ მომივარდეთ აქ, ჩემს შუშის სასახლეში. მინდა მთლიანად შემოვუტრიალოთ მას მაგიდა და ვუთხრათ, დღეს, რომ საქართველო ასეთი დაუცველია მათ შორის ჯანდაცვის და მათ შორის იმ კუთხით, რაც ეხება ფინანსებს, ეს არის პირველ რიგში ივანიშვილის ბრალი. რაღაც 2 საავადმყოფო ავაშენეო, ჩემს დროს აშენდა ლუგარის ცენტრი და 140 საავადმყოფო და ცხოვრებაში არავისთვის არ დამიმადლებია და რას შველის ორი საავადმყოფო, თან არასათანადო პირობებით? აქ საუბარი სხვა რაღაცაზე უნდა იყოს. მას აქვს მილიარდობით ლარი მოპარული თქვენი ჯიბეებიდან“,- განაცხადა  მიხეილ სააკაშვილმა.

ექს-პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოს ახლა ლარის სრული ჩამოშლა და მასობრივი შიმშილი ემუქრება.

„ეს ფული უნდა დაბრუნდეს, დაბრუნდეს თქვენთან, მოხმარდეს კორონავირუსისგან დაცვას და ეკონომიკური კრიზისგან დაცვას, რადგან უამრავი ქართელი, რომელიც წასულია უცხოეთში ვერ რიცხავს ფულს. ამგვარად, საქართველოს ახლა ემუქრება ლარის სრული ჩამოშლა და მასობრივი შიმშილი. ამიტომ ივანიშვილს პირველ რიგში უნდა მოვთხოვოთ, რომ დააბრუნოს ფული, ეს ფული, გარდა ჯანდაცვის ღონისძიებებისა, ძირითადი ნაწილი უნდა მომხარდეს ლარის გამყარებას და ლარის დაცვას, იმიტომ, რომ ლარის ჩამოშლა კიდევ უფრო კატასტროფულ მდგომარეობაში აყენებს აბსოლუტურად ყველა ქართველს. ივანიშვილს შუშის სასახლის ქვემოთ აქვს ბუნკერი, სადაც ზუსტად ვიცი, რომ უდევს თითქმის 800 მილიონი დოლარი, რომელსაც ის იყენებს პირადი საკუთრებისთვის და ეს არის თქვენი ჯიბეებიდან ამოცლილი ფული თითქმის მთლიანად. ეს ფული უნდა ჩაიდოს ხალხის დაცვაში, ლარის გამყარებაში და ბიზნებისთვის დახმარებაში, რომელიც ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ბოლო კრიზისის ფონზე, მაშინ ეს იქნება ნამდვილი დახმარება და წაადგება ქართველ ხალხს“,-აღნიშნავს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ფონდი „ქართუ“ კორონავირუსის გავრცელებისგან საზოგადოების დასაცავად სახელმწიფოსთვის ფინანსურ სახსრებს გამოყოფს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics