12:40 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-05 12:05:21, 494 ნახვა

საზოგადოება
მარტოხელა პენსიონერებს დახმარება 20 აგვისტოდან აღუდგებათ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის განცხადებით, პენსიონერებს, რომლებსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დახმარება შეუჩერდათ, დახმარების თანხის გაცემა 20 აგვისტოდან აღუდგებათ.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"20 აგვისტოდან იმ თანხების გაცემა დაიწყება, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ცვლილების შედეგად, აღუდგებათ მარტოხელა პენსიონერებს. იმ მარტოხელა პენსიონერებს, რომლებსაც გარკვეული დროის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდათ დახმარება, ამ დახმარების მიღება ჩვეულებრივად შეეძლებათ", - აღნიშნა სოფრომაძემ

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ბოლო დროს სოციალურად დაუცველი ადამიანების პრეტენზიებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ სოციალურად დაუცველი ოჯახების საჭიროება შესწავლილია. 

„ბოლო პერიოდში, მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი მიიღო ჩვენი ოპონენტების მხრიდან, შეჭირვებული ოჯახების გამოყენებამ პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენს მიერ შესწავლილია ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახის საჭიროება. აქვე, მინდა განვმარტო, რომ სახელმწიფო ყველაზე შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება. სოციალური მომსახურების სააგენტოს დახმარებით, დღეისთვის, მიმართა მილიონ 600 ათასზე მეტმა ადამიანმა. ცხადია, სახელმწიფოს არ შეუძლია, ყველას აღმოუჩინოს ფინანსური დახმარება, ამისთვის, არსებობს კომპენსაციის სხვა მექანიზმები და ამ მხრივ,  ჩვენი ხელისუფლება, არაერთი წარმატებული პროექტის ავტორია", - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics