|
2020-03-13 14:48:25, 1379 ნახვა
საზოგადოება
ბილაინის მომხმარებლებს შეუძლიათ, ნებისმიერი მომსახურება ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად მიიღონ
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოუწოდებს მომხმარებლებს ბილაინის მომსახურება ონლაინ არხების - MyBeeline აპლიკაციისა და ვებგვერდის მეშვეობით მიიღონ. MyBeeline აპლიკაციით აბონენტებისთვის ხელმისაწვდომია ბილაინის ყველა მომსახურება, მათ შორის: ბალანსის შევსება, მომსახურებებისა და ტარიფების აქტივაცია და დეაქტივაცია, ბალანსის შემოწმება, ხარჯების დეტალურად ნახვა. აპლიკაცია მუშაობს როგორც iOS, ისე ანდროიდის საოპერაციო სისტემის მხარდამჭერ ტელეფონებზე და მისი გადმოწერა მარტივადაა შესაძლებელი: https://beeline.ge/apps ბილაინის ვებგვერდის beeline.ge და მასში ინტეგრირებული „პირადი კაბინეტის“ მეშვეობით, აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ, გადარიცხონ თანხა, შეამოწმონ ბალანსი და დეტალურად ნახონ ხარჯები. ვებგვერდზე მომხმარებლებს, ასევე, შეუძლიათ შეიძინონ ინტერნეტ, ხმოვანი და მიქს პაკეტები როგორც მობილური ბალანსიდან, ისე საბანკო ბარათით, გაიაქტიურონ ბილაინ კრედიტი და ავტომატური გადახდის მომსახურება. ბილაინმა ევროპაში COVID-19-ის აღმოჩენისთანავე დაიწყო პრევენციული ზომების მიღება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ და დღესაც აქტიურად განაგრძობს. უსაფრთხოების მიზნით კომპანიამ დროებით დახურა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში მდებარე მაღაზიები. ბილაინის აბონენტებს შეუძლიათ უფასოდ განახორციელონ ზარები ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელ ხაზებზე.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)