17:59 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-13 11:25:26, 1458 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სასწრაფო დახმარების პერსონალის დისკრედიტაციად მიიჩნევს

გვსურს გამოვეხმაუროთ “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოების დაგვიანებულ განხორციელებას ეხება.

ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და უწყება მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას ოფიციალური ცნობა მიაწოდოს.

„მოგეხსენებათ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ქვეყანაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისსა და პაციენტთა კლინიკებს შორის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. აღნიშნული სამსახური ასევე აქტიურად მონაწილეობს კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში, მგზავრთა შემოწმების პროცესსა თუ პაციენტთა სამედიცინო მომსახურებაში. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს ცენტრისა და მისი პერსონალის უსაფრთხოების ნორმების დაცვა წარმოადგენს.

"მთავარი არხის" მიერ გავრცელდა ინფრომაცია, რომ ცენტრმა სადეზინფექციო სამუშაოები მხოლოდ და მხოლოდ 11 მარტს დაიწყო. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. კერძოდ, 2013 წლიდან დღემდე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში ინტენსიურად მიმდინარობს. რაც შეეხება კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დამატებით სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას, ცენტრმა უზრუნველყო მათი დროული მობილიზება და ყველა ადმინისტრაციული შენობისა თუ სასწრაფო დახმარების მანქანის სპეციალური ხსნარებით დამუშავება. დამატებითი სადეზინფექციო ღონისძიებები ხორციელდება 5 მარტიდან, კანონით განსაზღვრული მომსახურების გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის გზით. აღნიშნულთან დაკავშირებით, დოკუმენტაცია არის საჯარო და მისი მოძიება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკის ზონაში 24 საათის განმავლობაში მოქალაქეთა ჯანმრთელობას იცავს. სამინისტრო მადლობას უხდის მედიკოსებს განსაკუთრებული პროფესიული თავდადებისთვის და დაუშვებლად მიიჩნევს მათ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
სწრაფი საერთაშორისო გადარიცხვები ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკმა AI-ის დანერგვისთვის Global Finance-ის ჯილდო მიიღო
11-17 ნოემბერს საქართველოს ბანკი და LEAF-ი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს 4 ქალაქში გამართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics