|
2015-08-05 10:51:19, 493 ნახვა
საზოგადოება
ელიავას ბაზრობასთან, ხანძრის ტერიტორია ამ დრომდე გადაკეტილია
წერეთლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ელიავას ბაზრობასთან ხანძრის ტერიტორია ამ დრომდე გადაკეტილია. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ტერიტორიას, სადაც გუშინ ხანძარი მოხდა, ალაგებენ. სახანძრო–სამაშველო ჯგუფი კი, უსაფრთხოების მიზნით არის მობილიზებული. „მივიდნენ ადამიანები, რომლებმაც ტერიტორია უნდა დაალაგონ. მაშველები უსაფრთხოების მიზნით არიან მობილიზებულები, რადგან დალაგების პროცეში რაიმე საფრთხე არ იყოს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. ცნობისთვის, გუშინ, ელიავას ბაზრობაზე ხანძარი საღებავების საწყობს გაუჩნდა. შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. ხანძრის ჩასაქრობად, ვერტმფრენის გამოყენებაც გახდა საჭირო. ამ დროისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)