|
2015-08-05 09:28:27, 478 ნახვა
საზოგადოება
დავით დონდუამ ბრაზილიის ელჩის გამოსამშვიდობებელ საღამოს უმასპინძლა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კარლოს ალბერტო ლოპეს ასფორას საქმიანობის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით გამოსამშვიდობებელ საღამოს უმასპინძლა. საგარეო უწყების ინფორმაციით, დავით დონდუამ ელჩს გაწეული საქმიანობისა და მისი მოღვაწეობის პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ელჩს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. გამოსამშვიდობებელ ვახშამს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კარლოს ალბერტო ლოპეს ასფორა საქართველოში 2012 წლიდან მოღვაწეობს. თბილისში მას სისერო მარტინს გარსია ჩაანაცვლებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)