13:03 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-12 10:19:08, 2197 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი - "გავრილოვის ღამეს" ადამიანების დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული იყო

"გავრილოვის ღამეს" ადამიანების დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული იყო, - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის აქვეყნებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის დოკუმენტს, რომელიც განვლილ წელს განიხილავს.

 

დოკუმენტში ხაზი გაესვა იმ ფაქტორებს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ პრობლემად რჩება დამოუკიდებელი სასამართლოს საკითხი.

 

დეპარტამენტის თქმით, ხელისუფლებამ ჩაატარა საგამომძიებლო სამუშაოები, მაგრამ კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩა ისეთი საკითხები, როგორიცაა 20-21 ივნისს, გავრილოვის ღამეს, დემონსტრატებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული არაპროპორციული ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან.

 

დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ დაირღვა შეკრების თავისუფლების უფლება.

 

"მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიკვეთა ხელისუფლებისგან სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხში, რომლებიც მიიჩნევა პოლიტიკურად მოტივირებულად; შეუსაბამოა საპოლიციო ძალების ქმედება ჟურნალისტების წინააღმდეგ; არსებითი ჩარევა მშვიდობიანი შეკრების უფლებაში, მათ შორის შეუსაბამო საპოლიციო ძალების ქმედება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და დანაშაული, რომელიც მოიცავს ძალადობას ან მუქარას, რომელიც მიმართულია LGBTI პირების მიმართ", - ნათქვამია დოკუმენტში.

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჯერ ჯიდევ კითხვის ნიშნის ქვეთ რჩება საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტიცმვისტის, მუხთალის საქმის დეტალებიც.

 

"მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ გარკვეული ბრალდების გამოსაძიებლად. მაგრამ ხარვეზები დარჩა, მათ შორის პოლიციის მიერ გამოიყენებული არაპროპორციული ძალის საკითხი ჟურნალისტებისა და მომიტინგეების წინააღმდეგ 20-21 ივნისს. ასევე, ბუნდოვანია 2017 წლის საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლი საქმე", - აღნიშნულია განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics