12:16 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-04 20:18:35, 681 ნახვა

საზოგადოება
ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია

წერეთლის გამზირის მიმდებარედ, ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია. 
როგორც შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა  ჟურნალისტებს განუცხადა, ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. 
წერეთლის გამზირის მიმდებარე ტერიტორია სახანძრო–სამაშველო ჯგუფების ნაწილმა დატოვა, ნაწილი კი, სხვადასხვა ცეცხლის კერების ლიკვიდაციას ცდილობს.  
ადგილზე მობილიზებულია ასევე, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო–სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადა. 
ცნობისთვის, ელიავას ბაზრობაზე ხანძარი საწყობს გაუჩნდა. შედეგად, სულ 5 ადამიანია  დაშავებული.  მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე 28 სახანძრო–სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ცეცხლის ჩასაქრობად ვერტმფრენის გამოყენებაც გახდა საჭირო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics