15:15 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-10 20:30:52, 1877 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია კორონავირუსზე: მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული ნებისმიერი მოგზაური ექვემდებარება სავალდებულო კარანტინს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მიმდინარე პროცესებზე ტელეკომპანია „იმედის“ „დღის ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

მინისტრის მოადგილემ დეტალურად განმარტა, როდის გადადის ადამიანი თვითიზოლაციაში და როდის - კარანტინში.

„გუშინ ამოქმედდა მთავრობის განკარგულების დონეზე ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს, რომ მაღალი რისკის ქვეყნებიდან (ჩინეთი, სამხრეთი კორეა, იტალია) ჩამოსული ნებისმიერი მოგზაური, რომელიც ბოლო ორი კვირა იმყოფებოდა ამ ქვეყნებში, ექვემდებარება სავალდებულო კარანტინს. კარანტინი შეიძლება იყოს საკარანტინე სივრცეში, თუმცა, განვიხილავთ თვითიზოლაციის შესაძლებლობასაც. მაგრამ თვითიზოლაცია დასაშვებია მხოლოდ ეპიდემიოლოგის დასკვნისა და კონკრეტული გარემოს შეფასების შემდეგ.

საკარანტინე სივრცეები არსებობს. დაახლოებით 250 ადგილია გამოყოფილი. შეიძლება მოხდეს ისეც, რომ მოგზაური თავდაპირველად გადავიდეს საკარანტინე სივრცეში, სანამ ეპიდემიოლოგები მის მიერ წარმოდგენილი თვითიზოლაციის ადგილი შეაფასებენ და შემდეგ უკვე საკარანტინე სივრციდან გადავიდეს თვითიზოლაციის რეჟიმზე. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც თვითიზოლაციის სივრცის არარსებობის ან იმის გამო, თუკი მიიჩნევა, რომ ადამიანს აქვს მცირედ გამოხატული სიმპტომები და მიუხედავად იმისა, რომ ტესტი უარყოფითია, მაინც უმჯობესია, ის დარჩეს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, ჩინეთში კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ამის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

2020 წლის 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 56.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. საქართველოს დაავადებული მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics