15:15 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-10 20:27:31, 1817 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს უმრავლეს ნაწილში გაჩენილი ხანძარი ჩამქვრალია

მთელი საქართველოს მასშტაბით ხანძარი ლიკვიდირებულია: სამეგრელოში - ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, ასევე, სოფელ ლიაში. რაჭაში - ხვანჭკარაში. შიდა ქართლში - გოსტიბეში. სამცხე-ჯავახეთში - ლიკანში. აჭარაში - ქობულეთში. იმერეთში - ჭალოვანში; -ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, ასევე ღია კერები აღარაა და ნახანძრალის დამუშავება მიმდინარეობს: გურიაში - ვაკიჯვარში. რაჭაში - კრიხში;

ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარაა: კახეთში - სოფელ გომბორთან. ქვემო-ქართლში - თეთრიწყაროში. გურიაში: გომსა და მამათში;

აქტიური კერებია: იმერეთში - ხონსა და ტყიბულში. სამეგრელოში - ეწერში;

მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ტყის ხანძრებზე მობილიზებულია 1500 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო სპეც ტექნიკა. სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც გურიასა და რაჭაში მუშაობენ. მათ ჯამში 200-მდე გაფრენა განახორციელეს.
ხანძრის ქრობის სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და გაგრძელდება სრულ ლიკვიდაციამდე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics