|
2020-03-10 17:37:20, 1972 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - თვითიზოლაციასა და საკარანტინო ზონაში მყოფი პირების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების მონიტორინგში საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლების გარდა საპატრულო პოლიციაც ჩაერთვება. როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილება მთავრობის მიერ იქნა მიღებული. „ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანთა მონიტორინგი. გადაწყვეტილებაა მიღებული მთავრობის მიერ, რომ გარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებისა, აქ სერიოზულად იქნება მხარდაჭერა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა, რათა კარგად მოხდეს მონიტორინგი თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების, ისევე, როგორც კარანტინში მყოფი ადამიანების. ჩვენ რამდენიმეჯერ მოვუწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც თვითიზოლაციაში ან კარანტინში იმყოფებიან, რომ გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაარღვიონ ეს კარანტინი თუ თვითიზოლაცია, რადგან ეს დაკავშირებულია მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან და ასევე მათ ირგვლივ მყოფი ადამიანებისა და საზოგადოების უსაფრთხოებასთან. ამ ტიპის ღონისძიებების გატარება ეპიდემიების დროს არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)