|
2020-03-10 11:26:53, 1573 ნახვა
საზოგადოება
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსზე 33 ადამიანის პასუხი უარყოფითია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ, 33 პაციენტს ჩაუტარდათ ტესტირება კორონავირუსთან დაკავშირებით და 33-ვე შემთხვევაში პასუხი უარყოფითია. მისივე განმარტებით, ინფიცირებული ადამიანებიდან მხოლოდ ერთის მდგომარეობაა მძიმე, თუმცა მკურნალობას ექვემდებარება. „გუშინ, დღის განმავლობაში, ორ ეტაპად ჩაუტარდათ 33 პაციენტს ტესტირება კორონავისრუსთან მიმართებაში. 33-ვე პაციენტთან მიღებულია უარყოფითი პასუხი. ამ პაციენტების ნაწილი საკარანტინო ზონაშია, ნაწილი კი თვითიზოლაციაშია. რაც შეეხება იმ 15 ინფიცირებულს, რომლებიც ჩვენს ცენტრში არის მოთავსებული. მათგან, როგორც ვიცით, ერთი პაციენტი არის მძიმე მდგომარეობაში. საბედნიეროდ, გუშინდელი დღის განმავლობაში მისი მდგომარეობა სტაბილურია, განსაკუთრებული პროგრესირება არ შეიმჩნევა, მკურნალობას ექვემდებარება და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება და არ გაუარესდება მისი მდგომარეობა. ამის გარდა, კიდევ 3 პაციენტთან არის საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა. მათთან არის დაფიქსირებული ვირუსული პნევმონია, მართვა გრძელდება შესაბამისად და მათი მდგომარეობა სტაბილურია, დანარჩენ პაციენტთებთან არის მსუბუქი მიმდინარეობა, მათთან გამოხატულია კლინიკა მხოლოდ დაბალი ცხელების სახით ან თითოეულ მათგანს აქვს ან ხველა, ან სურდო, ან ყელის ტკივილი. მათი მდგომარეობა დინამიკაში სტაბილურია და პროგრესირება ამ დრომდე არ შეიმჩნევა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. ცნობისთვის, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა 15-ს შეადგენს. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 56 ადამიანი რჩება.
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)