11:17 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-09 17:18:15, 2482 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი გიგი უგულავაზე - თუ მე ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, შეწყალების აქტი მიღებული იქნება

„თუ მე ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, შეწყალების აქტი მიღებული იქნება“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას შეწყალების საკითხს ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შეწყალება ექვემდებარება წესებს, რომელიც მიღებული იქნა ამ წელს და რაც უნდა იყოს მოთხოვნა, ამ წესების მიხედვით იქნება განხილული.

„ეს არის მართლაც როგორც საზოგადოებისა და ქვეყნის გამარჯვება ქვეყნის დემოკრატიისთვის, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ უკან არ გადაგვიდგამს არც ერთი ნაბიჯი, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ყველასთვის არის სასიხარულო.

რაც შეეხება შეწყალების თემას, შეწყალება ექვემდებარება წესებს, რომელიც მიღებული იქნა ამ წელს. რაც უნდა იყოს მოთხოვნა, განხილული იქნება ამ წესების მიხედვით. ყველა მოთხოვნას მივიღებ, წავიკითხავ, ვნახავ, გავეცნობი და თუ საჭიროა შეწყალება და თუ მე ჩავთვლი, რომ ეს არის დისკრეციული უფლება რომ შეწყალება უნდა შედგეს, იქნება შეწყალების აქტი. არ არსებობს ამ ქვეყანაში ცალკე ადამიანები, რომლებზეც ვრცელდება ცალკე რეგულაციები. ყველა მოქალაქისთვის არის იგივე რეგულაცია და ყველა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა მიმართოს პრეზიდენტს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე უცვლელად შეინარჩუნა, პერსპექტივა – სტაბილური
ამერიკულმა დელეგაციამ ჯაშუშობის რისკის გამო ჩინური საჩუქრები გადააგდო
ბელგოროდზე დრონებით თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა
FIFA-ს გადაწყვეტილებას ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში შოუ გამოიყენოს, გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics