|
2020-03-09 15:13:02, 3431 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი ოპოზიციას - მიაღწიეთ იმას, რაც ქართული საზოგადოებისთვის ათწლეულები სანატრელი იყო
„მიაღწიეთ იმას, რაც ქართული საზოგადოებისთვის ათწლეულების სანატრელი იყო“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დემოკრატია დღეს ბევრად მყარ საფუძველზე დგას. „მიაღწიეთ იმას, რაც ქართული საზოგადოებისთვის ათწლეულების სანატრელი იყო. ამას მიაღწიეთ ურთულეს ვიტარებაში. მიმაჩნია, რომ ქართული დემოკრატია დღეიდან ბევრად უფრო ძლიერ საფუძველზე დგას. ის პოლიტიკური ძალები, რომელბიც დღეს აქ გაერთიანდენენ და რომლებიც თავის მომავალს ხედავენ იმაში, რომ არ მოიპარონ, არამედ მიიღონ ის ხმები, რომლებსაც ხალხი მათ მისცემს. ამით ძალიან დიდი საფუძველი ჩაუყარეთ ჩვენი ქვეყნის სიკეთეს, სტაბილურობას, განვითარების შესაძლებლობას და ამიტომ მოვედი, რომ მრავალკვირიანი რამდენიმეთვიანი ბრძლოსითვის, რომელიც აქ წარმოებდა და წარმომიდგენია რამდენი საკითხი იყო იქითკენ მიმართული, რომ ეს ბრძოლა და ერთობა შესუსტებულიყო, რომ აქ არც ერთი არ დანებდა და მტკიცედ მიიყვანეთ თქვენი საბრძოლველი ბოლომდე“, - განაცხადა გიორგი მარგვლაშვილმა. ცნობისთვის, დღეს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ლეიბორისტული პარტიის ოფისში იკრიბებიან, მათ შეკრებაზე მივიდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)