02:06 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-26 00:49:03, 300 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ დაიწყო.

მელიქიშვილის გამზირზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო ჯგუფები შეიკრიბნენ. ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტი ახალ ეტაპზე გადადის, რომლის მთავარი ლოზუნგია „გაძლებიდან გაძლიერებამდე!“

აქციის მონაწილეები ხელისუფლების პოლიტიკასა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციატივას აპროტესტებენ.

მინდა მოგიწოდოთ, რომ აუცილებლად ამოუდგეთ პოლიტიკურ პარტიებს გვერდში იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიების გაძლიერების გარეშე შეუძლებელი იქნება იმ ცვლილების მიღწევა, რომელიც ყველას გვინდა, - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის” ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ცუცქირიძემ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს უთხრა, რომ მიმდინარე დღეებში ოპოზიცია სხვადასხვა ინიციატივას შესთავაზებს საზოგადოებას და მასში მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, 28 ნოემბერს კიდევ უფრო მასშტაბური აქცია იგეგმება.

„მე აქ ვარ იმის მიუხედავად, რომ ეს სარჩელი პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე არ ეხება დღეს და ახლა კონკრეტულად ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, „თავისუფლების მოედანს”, მაგრამ მე და ჩემი თანამებრძოლები აქ ვართ მაინც, იმიტომ, რომ როდესაც ვხდებით მოწმეები დანაშაულისა საქართველოს დემოკრატიის, საქართველოს თავისუფლების, მრავალპარტიულობის წინააღმდეგ, ჩვენ მაინც უნდა ამოვიღოთ ხმა, მაინც უნდა შევიკრიბოთ იმის მიუხედავად, კონკრეტულად ამა თუ იმ პარტიასა თუ პოლიტიკოსს ეს ამ მომენტში ეხება თუ არა." - თქვა ცუცქირიძემ.

ვიდრე ივანიშვილი არის აქ, ეს დღე, განსაკუთრებით კი 28 ნოემბერი, არის ყველა ჩვენგანის მარცხის დღე. ევროკავშირის გადადება ყველა ჩვენგანის მარცხია, ყველა ჩვენგანის მარცხია ჩვენი შვილების ნათელი მომავლის უსასრულოდ გადავადება, ჩვენი ისტორიული წინაპრების მარცხია ივანიშვილი ამ მიწაზე და მიტაცებული საქართველოს ხელისუფლება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთაველის მეტროსთან, „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა აუცილებელია ხალხის რაოდენობა, რადგან ის დროა, როდესაც ხალხის დიდი რაოდენობით არის შესაძლებელი შედეგების მიღწევა.

„რამდენიმე სიტყვით მინდა ვთქვა, როგორ ვუყურებ იმას, რაც შემდეგ დღეებში აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. 28 ნოემბერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პიკური დღე უნდა იყოს. დღეს, მიუხედავად ამინდისა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა დრო გვქონდა სამუშაოდ და ინფორმირებისთვის, მაინც ბევრი ხალხია, მაგრამ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ მთავარი რაოდენობაა. მოვიდა ის დრო და უნდა გვიხაროდეს, კიდეც, რომ მოვიდა, როცა რაოდენობით შეგვიძლია მივაღწიოთ შედეგს - საქართველო ივანიშვილის გარეშე!"- თქვა ნიკა გვარამიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics