11:17 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-09 15:07:23, 2111 ნახვა

პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებასთან შეხვედრაზე - საუბარი იყო კონკრეტულ გვარებზე, რომლებმაც საპატიმრო უნდა დატოვონ

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებასტან გუსინდელ შეხვედრაზე იმ კონკრეტულ გვარებზე იყო საუბარი, რომლებმაც საპატიმრო უნდა დატოვონ.

მისი თქმით, ხელისუფლება ამბობს იმას, რაც უნდა ილაპარაკოს კონკრეტულ სიტუაციაში.

„ხელისუფლება ამბობს იმას, რაც ხელისუფლებამ უნდა ილაპარაკოს შექმნილ სიტუაციაში, ოპოზიცია ამბობს, რაც ოპოზიციამ უნდა ილაპარაკოს შექმნილ სიტუაციაში. საქართველოს მოქალაქეები და საერთაშორისო თანამეგობრობა კი აკვირდებიან იმას, თუ რამდენად პატიოსნად შეასრულებს ორივე მხარე აღებულ ვალდებულებებს.

გუშინდელ შეხვედრაზე იყო კონკრეტულ გვარებზე საუბარი. საუბარი იყო კონკრეტულ გვარებზე, რომლებმაც უნდა დატოვონ საპყრობილე და კონკრეტული საქმეები, რომელთა საქმეებიც უნდა შეწყდეს იმიტომ, რომ ისინი არიან პოლიტიკურად მოტივირებულები“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება მიღწეულია. მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე უცვლელად შეინარჩუნა, პერსპექტივა – სტაბილური
ამერიკულმა დელეგაციამ ჯაშუშობის რისკის გამო ჩინური საჩუქრები გადააგდო
ბელგოროდზე დრონებით თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა
FIFA-ს გადაწყვეტილებას ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში შოუ გამოიყენოს, გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics