14:54 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-08 21:01:42, 1903 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - შეთანხმება საარჩევნო პროცესზე არის ქართული დემოკრატიის გამარჯვება

შეთანხმება საარჩევნო პროცესზე არის ქართული დემოკრატიის გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ მიღწეულ შეთანხმებაზე კომენტირებისას განაცხადა. 

მისივე თქმით, საარჩევნო სისტემა, რომელზეც მხარეები შეჯერდნენ, უზრუნველყოფს, რომ არამხოლოდ 50-პროცენტიან რეიტინგზე მეტის, არამედ 47 და 48-პროცენტიანი რეიტინგის მქონე პარტიამ თავისუფლად დააკომპლექტოს მყარი უმრავლესობა.

„ჩვენ ველოდებით 50 პროცენტზე მეტს და ამ შემთხვევაში, ის დამზღვევი მექანიზმი, რომელიც შევთავაზეთ ოპოზიციას, ასევე ძალაშია, შეთანხმების საგანია და ამ დეტალებშიც შევდივართ. კი ბატონო, 40 პროცენტზე ნაკლები რეიტინგის მქონე პარტიამ ვერ უნდა დააკომპლექტოს უმრავლესობა, თუმცა ჩვენ გვექნება ისეთი მხარდაჭერა, რომელიც მყარ უმრავლესობას უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, ნამდვილად მისალოცად აქვს საქმე ქართულ საზოგადოებას, რადგან შეთანხმება შედგა. სპეკულაციების საშუალება ერთმევათ იმ ადამიანებს, რომლებიც თავის დღის წესრიგს აგებენ სპეკულაციებზე და უკვე საარჩევნო რეჟიმზე უნდა გადავიდეთ, რათა საქართველოში ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics