10:29 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-08 17:53:07, 1756 ნახვა

პოლიტიკა
ხუნდაძე ამბობს, რომ ოპოზიცია-ხელისუფლების დღევანდელ შეთანხმებაზე სჭირდება მეტი არგუმენტები

"დასათანხმებლად მჭირდება არგუმენტები –ამის შესახებ "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ "ტვ პირველს" განუცხადა. იგი ამ სიტყვებით გამოეხმაურა  ოპოზიცია-ხელისუფლების დღევანდელ შეთანხმებას.
“მე ხომ გულთმისანი არა ვარ ვიცოდე წინასწარ, რა არგუმენტები აქვთ მათ?არ ვიცი არგუმენტები და რა თქმა უნდა, გეიგრაფიული რუკა, როგორ ხდება 30 მაჟორიტარის გადანაწილება. ჩემი თანხმობა ხომ არ არის მხოლოდ ხათრით ნაკარნახები? უნდა იყოს არგუმენტები. ეს არგუმენტები მჭირდება მე”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ამ წუთებში "ქართული ოცნების" სათაო ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

საარჩევნო მოდელზე შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ დიპლომატების მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებებიდან გამოსულმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის პოლიტიკური მოლაპარაკებები ფართო კონსესუსით დასრულდა და მხარეები შეთანხმდნენ ყველა ძირითად მნიშვნელოვან საკითხზე, რაც 2020 წლის არჩევნებს უკავშირდება.
მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბელგოროდზე დრონებით თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა
FIFA-ს გადაწყვეტილებას ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში შოუ გამოიყენოს, გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ
NYT: ტრამპის ადმინისტრაციამ შეიმუშავა გეგმა მომავალ კვირას ირანზე დარტყმების განახლების შესახებ
პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას დნესტრისპირეთის მაცხოვრებლებისთვის პასპორტების დარიგების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics