2020-03-07 22:24:36, 2945 ნახვა
საზოგადოება
ჩხოროწყუს რაიონში ხანძარს აქრობენ
ხანძარია ჩხოროწყუს რაიონ სოფელ თაიასთან. - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ თაიას მიმდებარედ ცეცხლი უკიდია ბალახს და ეკალბარდს, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
ხანძარს ამ ეტაპისთვის 2 სახანძრო მანქანა აქრობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,