12:16 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-04 13:35:55, 618 ნახვა

საზოგადოება
წყალტუბოში სამოქალაქო განათლების პროგრამა „მწვანე აკადემია“ მიმდინარეობს

წყალტუბოში მეორე დღეა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებით სამოქალაქო განათლების პროგრამა „მწვანე აკადემია“ მიმდინარეობს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე მთავარ მომხსენებლად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  მინისტრი გიგლა აგულაშვილი გამოვიდა, რომელმაც ისაუბრა თუ როგორ უნდა გადაილახოს ის წინააღმდეგობები, რომელიც ეკონომიკურ განვითარებასა და გარემოსა დაცვას შორის დგას განსაკუთრებით განვითარებად  ქვეყნებში და როგორ უნდა მოიძებნოს ბალანსი განსხვავებულ  ინტერესებს შორის.

დისკუსია ინტერაქტიულ რეჟიმში 2 საათი გაგრძელდა.

ცნობისთვის, „მწვანე აკადემიაში“  ახალგაზრდების ქსელი შეიქმნება, რომლებიც მომავალში სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ არენაზე მწვანე იდეების წინ წამოწევასა და მხარდაჭერას შეძლებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics