16:37 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-07 18:56:43, 2468 ნახვა

საზოგადოება
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ - საქართველოს მთავრობა ყველა მოქალაქეს მიხედავს

„საქართველოს მთავრობა ყველა მოქალაქეს მიხედავს და მიაქცევს ყურადღებას“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს საელჩოს ყველა თანამშრომელი 24 საათიან განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.

ასევე, შეიქმნა სპეციალური ელ.მისამართი და გავრცელდა განცხადება,  სადაც საქარველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ქონდათ შეძენილი ან დაჯავშნილი ბილეთები, რომელიც ფრენების შეჩერების გამო გაუქმდა, უნდა მიმართონ საქართველოს საელჩოს რომში,რათა მოხდეს ყველა ასეთი პირის იდენტიფიცირება და მათი საქართველოში დაბრუნება. აუცილებელია მოქალაქეებმა მისამართზე hotline.rome@mfa.gov.ge გააგზავნონ პასპორტის და ბილეთის ჯავშნების ასლები.

მინისტრის მოადგილემ, ამჟამად იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა რეისებიც გაუქმდა, თხოვნით მიმართა, რომ სიფრთხილით მოეკიდონ შემქნილ ვითარებას და ხელს ნუ შეუწყობენ დამატებითი მღელვარების დათესვას. საქართველოს მთავრობა ყველა მის მოქალაქეს ყუარდღებას მიაქცევს და მიხედავს.

შეგახსენებთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით იტალიის რესპუბლიკაში მყოფი ის მოქალაქეები, ვინც იტალიასთან რეისების გაუქმების გამო ვეღარ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას და ბილეთები ქონდა შეძენილი მომდევნო ორ კვირაზე, მათ წამოყვანას სამშობლოში საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომუნიკაციების კომისიამ ტერმინების გამო ფორმულა 2 500 ლარით დააჯარიმა
საგამოძიებოს ცნობით, კორუფციულ და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი სამი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინეს
სასამართლოს გადაწყვეტილებით, EU-ს ტრასტებში შენახული რუსული აქტივების გაყინვაც შეუძლია
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics