10:30 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-07 13:11:18, 2354 ნახვა

პოლიტიკა
უდუმაშვილი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე - ოპოზიცია დათმობაზე წასვლას არ აპირებს

„ჩვენი პოზიცია არის უცვლელი და ჩვენ არანაირ დათმობაზე წასვლას არ ვაპირებთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებასთან მანდატებით ვაჭრობას არ აპირებს.

„ჩვენი პოზიცია არის უცვლელი, არაფერი არ შეცვლილა და ჩვენ არანაირ დათმობაზე წასვლას არ ვაპირებთ. იმიტომ, რომ ჩვენი პოზიცია არის ის, რომ საარჩევნო სისტემა უნდა იყოს მაქსიმალურად მიახლოებული პროპორციულ სისტემასთან. ჩვენ არ შევდივართ ვაჭრობაში 5 მანდატი იქით იყოს თუ აქეთ, ეს არ არის სავაჭრო თემა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, სისტემა, რომელიც იქნება არჩევნებზე მაქსიმალურად მიახლოებული იყოს პროპორციულ საარცევნო სისტემასთან. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ უნდა  შეწყდეს დევნა პოლიტიკურ ლიდერებზე და გათავისუფლდეს ის პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც დღეს იმყოფებიან ციხეებში“, - განაცხადა ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ  უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას საარცევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკების ვადა ორშაბათამდე აქვთ. მხარეებს შორის ფორმალური და არაფორმალური შეხვედრები სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბელგოროდზე დრონებით თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა
FIFA-ს გადაწყვეტილებას ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში შოუ გამოიყენოს, გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ
NYT: ტრამპის ადმინისტრაციამ შეიმუშავა გეგმა მომავალ კვირას ირანზე დარტყმების განახლების შესახებ
პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას დნესტრისპირეთის მაცხოვრებლებისთვის პასპორტების დარიგების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics