16:37 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-07 12:25:04, 1820 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ინფექციამ არ იცის ვინ ვისი შვილია და ყველას თანაბრად ეხება

„არაფერი დასამალი არ არის, ჩემი შვილი კონტაქტირებულია იმ კლასტერთან, როიმელიც იტალიიდან დაბრუნდა“, - ამის შესახებ დაავადება თა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იტალიიდან დაბრუნებული მოქალაქეთა ჯგუფი, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, მისი შვილის თანამშრომლები არიან.  

„არაფერი დასამალი არ არის. ჩემმა შვილმა თავად გაავრცელა ინფორმაცია. ეს მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და უფლებაა. ინფექციამ არ იცის ვინ ვისი შვილია და ყველას თანაბრად ეხება. ჩემი შვილი არის კონტაქტირებული იმ კლასტერთან, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა. ისინი გახლავთ მისი თანამშრომლები და ამაში დასამალი არაფერია. ეს ადამიანები ორშაბათს იყვნენ სხდომაზე ჩემ შვილთან ერთად და დიდი ალბათობით, აქედან მოხდა დაინფიცირება. ჩემს შვილს, ბოლო ორი დღეს, როდესაც სიმპტომი გაუჩნდა, იყო თვითიზოლირებული. პირველი ტესტი იყო საეჭვო და ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ მისი კვლევა კიდევ რამდენჯერმე ჩაგვეტარებინა. გუშინ დადასტურდა ვირუსი და გვიან ღამით გადაყვანილი იქნა. მისი ყველა კონტაქტი თავად ჩამოთვალა და გაუგზავნა დაავადებათა კონტროლის ცენტრს. ამ კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს ინტენსიურად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. ამის შესახებ მან „ფეისბუქზე“ თავად დაწერა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომუნიკაციების კომისიამ ტერმინების გამო ფორმულა 2 500 ლარით დააჯარიმა
საგამოძიებოს ცნობით, კორუფციულ და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი სამი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინეს
სასამართლოს გადაწყვეტილებით, EU-ს ტრასტებში შენახული რუსული აქტივების გაყინვაც შეუძლია
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics