|
2020-03-06 13:02:01, 1321 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - მზად ვართ, გავუმკლავდეთ ამ რაოდენობით არსებულ ინფექციას საქართველოში
„ამ ეტაპისთვის, საკმარისად მზად ვართ იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ არსებულ ინფექციას იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც საქართველოშია დაფიქსირებული“, - ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინიტრმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან არსებული მიზნები მიღწეულია. „ჩვენი მიზანი იყო, რომ მაქსიმალურად მზად დავხვედროდით უკვე ინფექციის შემოსვლას საქართველოში და ამ ეტაპისთვის, საკმარისად მზად ვართ იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ არსებულ ინფექციას იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც საქართველოშია დაფიქსირებული. არის ეს საკარანტინე ადგუილები თუ ჰოსპიტალური სივრცეების რესურსი. შემდეგი მიზანი იყო, რომ მომხდარიყო ინფექციის აღმოჩენა მაქსიმალურად საზღვართან ახლოს და ეს მიზანიც სახელმწიფოს მხრიდან მიღწეულია. ამ მიზანს მოყვებოდა ის ნაბიჯი, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კარანტინში, თვითიზოლაციაში მყოფი პაციენტების დროული იდენტიფიცირება იმისათვის, რომ არ მომხდარიყო ინფექციის გადაცემა უკვე ქვეყნის შიგნით და ეს პირობაც არის ძალიან კარგად შესრულებული. დღესდღეობით, ჩვენ გვყავს 170 პაციენტი, რომლებიც იმყოფებიან საკარანტინო სივრცეებში, გვყავს 32 პაციენტი, რომლებიც იმყოფებიან სტაციონარში და აქედან 9 პაციენტი, რომლებსაც აქვთ დადასტურებული ინფექცია. დამატებით სხვა პაციენტებზე მიმდინარეობს მოკვლევა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, საქართველოში კორონავისრუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული.
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
კომუნიკაციების კომისიამ ტერმინების გამო ფორმულა 2 500 ლარით დააჯარიმა
საგამოძიებოს ცნობით, კორუფციულ და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი სამი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინეს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)