2020-03-06 10:36:44, 1010 ნახვა
საზოგადოება
ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი 24 წლის ქალი თბილისში გადმოიყვანეს
ხაშურში, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი 24 წლის ქალი, თბილისში, ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.
ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
შეგახსენებთ, ხაშურში ქალი გუშინ დაჭრეს. მას ჭრილობები, ბასრი საგნით, გულმკერდისა და მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული.
შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,