|
2020-03-05 12:54:00, 1439 ნახვა
საზოგადოება
გლდანის მეოთხე მიკრორაიონის N105 კორპუსის მიმდებარედ სკვერი მოეწყობა
გლდანის მეოთხე მიკრორაიონის N105 კორპუსების მიმდებარედ სკვერის მოწყობა დაიწყო. აღნიშნულ მისამართზე გამგეობამ გასულ წელს ცხაურების დემონტაჟი განახორციელა, წელს კი, დაახლოებით, 1 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკვერს მოაწყობს. სამუშაოების შედეგად, მოეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი, ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის, გარე განათებისა და სარწყავი სისტემა. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც, დაირგვება ხეები და დაიგება ბუნებრივი ბალახი. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ჩვენი ჯგუფი” შეასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 163 361 ლარია გათვალისწინებული. გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, მაჟორიტარებთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნული სკვერის პროექტი გააცნო.
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
კომუნიკაციების კომისიამ ტერმინების გამო ფორმულა 2 500 ლარით დააჯარიმა
საგამოძიებოს ცნობით, კორუფციულ და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი სამი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინეს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)