14:02 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-05 12:05:47, 1909 ნახვა

კომენტარი
თურნავა კორონავირუსზე - ზაფხულის დადგომასთან ერთად ეს პრობლემაც გადაივლის და ტურისტული აღმასვლა დაუბრუნდება ჩვეულ ტრაექტორიას

„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად ეს პრობლემა თანდათან აღარ იარსებებს და ტურისტული ინდუსტრიის აღმასვლა დაუბრუნდება ჩვეულ ტრაექტორიას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამინისტრო უახლოეს პერიოდში შეხვდება ტურიზმის ინდუსტრიას და მოისმენს იმ პრობლემებს, რომელიც კორონავირუსის გამო წარმოიქმნა.

„უახლოეს პერიოდში შევხვდებით ტურიზმის ინდუსტრიას, მოვისმინოთ ის პრობლემები, რაც წარმოიქმნა გლობალური გამოწვევის, კორონავირუსის გამო. დიდი ალბათობით, ხვალ დავაორგანიზებთ ამ შეხვედრას, სადაც აუცილებლად შევხვდებით სასტუმროებს და ასევე სხვა ტურისტული ჯგუფების წარმომადგენლებს, ტურისტული სერვისების წარმომქადგენლებს, რადგან ეს არის კომპლექსური პრობლემა და ჩვენ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. პირველ რიგში, უნდა მოვისმინოთ რა პრობლემების წინაშე დადგა ინდუსტრია, რომელი პრობლემებიც ასოცირებულია კორონავირუსთან. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ დღემდე, განსაკუთრებით ივნისის მოვლენების შემდეგ იმისთვის, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია უფრო მეტად დაცული და დივერსიფიცირებული იყოს და გარე შოკები მასზე ნაკლებად ზემოქმედებდეს, თუმცა ახლა ისეთ გამოწვევასთან გვაქვს საქმე, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ვიმსჯელოთ და მთავარი ამოცანა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას არის, რომ ძალიან სიღრმისეულად უნდა გავერკვეთ მასში, თუ რა პრობლემები უდგას სექტორს და გავაკეთოთ მეტნაკლებად ზუსტი ანალიზი და პროგნოზი იმისა, თუ რა შეიძლება კიდევ განვითარდეს. რასაკვირველია, ბევრი რამაა დამოკიდებულ ამ დაავადების შემდგომ დინამიკაზე. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად ეს პრობლემა თანდათან აღარ იარსებებს და ჩვენი განვითარება და ტურისტული ინდუსტრიის აღმასვლა დაუბრუნდება ჩვეულ ტრაექტორიას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics