10:30 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-05 10:13:47, 1654 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - კორონავირუსის გავრცელებას გარკვეული ზეგავლენა უკვე ჰქონდა ქართულ ეკონომიკაზე, განსაკუთრებით ტურიზმზე

„რა თქმა უნდა, გარკვეული მცირედი ზეგავლენა ჯერჯერობით დღევანდელი დრისთვის ამას უკვე ჰქონდა ქართულ ეკონომიკაზე. პირველ რიგში, იმ დარგებზე, რომელბიც პირდაპირ არის დაკავსირებული ტურიზმთან“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გახარიამ აღნიშნა, რომ მტავრობა მის ხელში არსებულ ყველა რესურსს განმოიყენებს, რათა რაც შეიძლება მცირედი ზეგავლენას იქონიოს კორონავირუსის გავრცელებამ საქართველოს ეკონომიკაზე.

„მოგეხსენებათ უწყებათაშორისი დროებითი საბრჭო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის აგრძელებს აქტიურ მუშაობას. დღეს ჩვენ განვიხილავთ ეკონომიკაზე ზემოქმედების შემსუბუქებას. მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები უკვე საკმაოდ სერიოზულად აფასებენ ამ ვირუსის შედეგის ზემოქმედებას ეკონომიკურ ზრდასა და გლობალური ეკონომიკური ზრდის შემცირების უკვე სერიოზული პროგნოზები არსებობს. რა თქმა უნდა, გარკვეული მცირედი ზეგავლენა ჯერჯერობით დღევანდელი დღისთვის ამას უკვე ჰქონდა ქართულ ეკონომიკაზე. პირველ რიგში, იმ დარგებზე, რომელბიც პირდაპირ არის დაკავსირებული ტურიზმთან. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პრობლემა მთავრობის მოსაგვარებელია. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმენტს მთავრობის ხელში არის, როგორც მონეტარული ასევე ფისკალური თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ეკონომიკამ ბოლო წლების განმავლობაში შეიძინა სერიოზული მაკროეკონომიკური მდგრადობა, ჩვენ გვესმის, რომ ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე ამ ვირუსის ზემოქმედება ჰქონდეს მინიმალური ზეგავლენა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბელგოროდზე დრონებით თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა
FIFA-ს გადაწყვეტილებას ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში შოუ გამოიყენოს, გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ
NYT: ტრამპის ადმინისტრაციამ შეიმუშავა გეგმა მომავალ კვირას ირანზე დარტყმების განახლების შესახებ
პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას დნესტრისპირეთის მაცხოვრებლებისთვის პასპორტების დარიგების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics