|
2020-03-04 22:53:53, 1467 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე საფრანგეთის ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდა
თბილისის მერმა კახა კალაძემ საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დიეგო კოლასთან პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა. დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისსა და საფრანგეთის ქალაქებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, ისაუბრეს ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმისა და სხვა მიმართულებებით ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე. დედაქალაქის მერმა საფრანგეთის ელჩს თბილისში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. საფრანგეთის ელჩმა მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განხორციელებულ საპროფილაქტიკო ღონისძიებებს. დიეგო კოლასმა შესაბამისი სამსახურების მუშაობას მაღალი შეფასება მისცა. „ეს ჩვენი პირველი ოფიციალური შეხვედრაა, რომელზეც ვისაუბრეთ თბილისის განვითარების პერსპექტივებზე. ეს არის ქალაქი, რომელიც დინამიკურად ვითარდება. ვისაუბრეთ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და გარემოს დაცვით საკითხებზე. ჩვენ გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ მომავალში კიდევ გავაღრმავოთ თანამშრომლობა და ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ თბილისს. კორონავირუსთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა შესაბამისი უწყება, ქვეყნის მასშტაბით, მაღალი სტანდარტით აწარმოებს კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებელ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. მოხიბლული ვარ, როგორ მართავს პროცესს ხელისუფლება,“ - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)