09:36 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-04 14:27:15, 1451 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ევროკავშირი აღარ არის და იქნება ისეთივე, როგორც რამდენიმე წლის წინ იყო

„დღევანდელი ევროკავშირი, აღარ არის და აღარ იქნება ისეთივე ევროკავშირი, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ იყო“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ზურაბიშვილმა საერთაშორისო ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუშინდელი მტრები, დღეს მოლაპარაკებებს იწყებენ, რისი მიზეზიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებია.

„ჩვენ თვალწინ ახალი საერთაშორისო ურთიერთობები ყალიბდა, ამერიკას, ევროკავშირსა თუ რუსეთს, ახლო აღმოსავლეთსა თუ შორეულ აზიაში. გუშინდელი მტრები დღეს მოლაპარაკებებს იწყებენ, ან პირიქით. ამ ურთიერთობების განმსაზღვრელია სრული პრაგმატიზმი, ანუ საკუთარი ქვეყნის და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესები, რასაც დღეს აღარცერთი იდეოლოგია არ ნიღბავს.

მსოფლიოს მძლავრი ცვლილებები ჩვენზეც ისახება, დღევანდელი ევროკავშირი, ბრექსითისა და გერთიანებული სამეფოს გასვლის შემდეგ, მიგრაციების ფონზე აღარ არის და აღარ იქნება ისეთივე ევროკავშირი, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ იყო, როცა საქართველო შეუდგა პარტნიორობისა და ასოცირების გზას. ევროკავშირი საკუთარი კრიზისის ფონზე ჯერ ვერ ყალიბდება, თუ რა ფორმა მისცეს მომავალ ურთიერთობებს თავის მეზობელ ქვეყნებთან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპის ადმინისტრაციამ შეიმუშავა გეგმა მომავალ კვირას ირანზე დარტყმების განახლების შესახებ
პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას დნესტრისპირეთის მაცხოვრებლებისთვის პასპორტების დარიგების შესახებ
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics