18:18 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-04 12:43:37, 1113 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე: შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ, დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრების სამუშაოები ჩატარდება

„დედაქალაქის მუნიციპალიტეტი გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ  დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრების სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, პროექტის განხორციელებით აღნიშნულ ტერიტორიაზე, როგორც  ქალაქის ერთ-ერთ მეწყერსაშიშ ზონაში, არსებული ყველა პრობლემა და საფრთხე აღმოიფხვრება.

„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ დედაქალაქში სამწუხაროდ, გვაქვს მეწყერსაშიში ზონები.  ერთ-ერთი ასეთია შეშელიძის ქუჩა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. აქ მეწყერსაშიში ადგილის თავზე განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსები. გასულ წელს დავიწყეთ მონიტორინგი, ვაკვირდებით 24-საათიან რეჟიმში. იქ მცხოვრებ მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა ზოგადად ქვემოთ, შეშელიძის ქუჩაზე, ტროტუარი უკვე აღარ არსებობს, ჩამოწოლილია მეწყერი, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ვიწყებთ სამუშაოების განხორციელებას ამ ყველაფრის მოსაწესრიგებლად და საფრთხის თავიდან ასაცილებლად. პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი დაიხარჯება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელიც შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ, დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრების პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქცია მოეწყობა, რომელიც დამეწყრილი ფერდობის მდგრადობის მისაღწევად აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

პროექტის ღირებულება 20 874 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს, რომელიც 2021 წლის მარტში დასრულდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სი არ პი“ ახორციელებს.

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics