18:18 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-04 12:04:59, 1638 ნახვა

საზოგადოება
ინ ვიტრო განაყოფიერების თანამედროვე მეთოდები ჟორდანიას კლინიკაში

ინ ვიტრო ანუ ხელოვნური განაყოფიერება უშვილობის სამკურნალოდ ყველაზე ეფქტური და წარმატებული მეთოდია. საქართველოში ჟორდანიას კლინიკა იყო პირველი სამედიცინო ცენტრი, სადაც ამ მეთოდის დანერგვა და განვითარება მოხდა. ქვეყნის მასშტაბით ყველაზე გამოცდილი რეპროდუქციული კლინიკა წყვილებს უნაყოფობის წინააღმდეგ ინოვაციურ და შედეგზე ორიენტირებულ სერვისებს სთავაზობს.

როდის ხდება საჭირო ინ ვიტრო მეთოდის გამოყენება

თუ წყვილი ერთი წლის განმავლობაში, რეგულარული დაუცველი სქესობრივი ცხოვრების პირობებში, ვერ აღწევს ორსულობას, საჭიროა მიზეზის დადგენა და სადიაგნოსტიკო კვლევების ჩატარება.

ინ ვიტრო განაყოფიერების მიმართულებით ჟორდანიას კლინიკას დიდი გამოცდილება აქვს. ეს მეთოდი კლინიკაში უკვე ყოველდღიური, რუტინული პროცედურაა. მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდს წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება საშუალებას აძლევთ სწორად შეაფასონ იმ მდგომარეობები, როდესაც ინ ვიტრო განაყოფიერება ეფექტური საშუალება იქნება ორსულობის მისაღწევად.

ექიმი-რეპროდუქტოლოგები ინ ვიტრო განაყოფიერებას ურჩევენ წყვილებს, როცა დიაგნოსტირებით დადგინდება  შემდეგი სახის დარღვევები -

  • დაზიანებული, ჩაკეტილი ან ამოღებულია ფალოპის მილები
  • მოუწესრიგებელია მენტრუალური ციკლი და ოვულაცია
  • ენდომეტრიოზი
  • ანტისხეულები, რომლებიც აზიანებენ სპერმატოზოიდებს
  • მამაკაცის არასრულფასოვანი სპერმა
  • გენეტიკური რისკ-ფაქტორები

რატომ ავირჩიოთ ჟორდანიას კლინიკა ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის

ჟორდანიას კლინიკა ინ ვიტრო განაყოფიერების მიმართულებით ლიდერია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. აქ ერთ სივრცეშია შესაძლებელი ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებული სრული სამედიცინო სერვისის მიღება. კლინიკაში დანერგილია ინოვაციური მეთოდები, რაც პროცედურას მარტივს, უსაფრთხოს და უმტკივნეულოს ხდის.

ჟორდანიას კლინიკაში ექიმთა გუნდი დაკომპლექტებულია ქართველი და უცხოელი ექიმ-გინეკოლოგებით, რეპროდუქტოლოგებით და ემბრიოლოგებით. კვალიფიციურ ექიმთა გუნდის, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიის და თანამედროვე აპარატურის მეშვეობით, კლინიკას ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატებული მაჩვენებელი აქვს - ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაორსულების მაჩვენებელმა უკვე 75%-ს მიაღწია.

რა პროცედურებს მოიცავს ინ ვიტრო განაყოფიერება

ინ ვიტრო განაყოფიერება ბუნებრივი განაყოფიერების იდენტური პროცედურაა და ზუსტად ისევე მიმდინარეობს, როგორც ეს ქალის ორგანიზმში ხდება. მისი ყველა პროცედურა მარტივი  და უსაფრთხოა. მთლიანობაში ხელოვნური განაყოფიერება ქალის მომზადებიდან ემბრიონის გადანერგვამდე დაახლოებით 3 კვირა გრძელდება და რამდენიმე ეტაპს მოიცავს -

  • მედიკამენტების საშუალებით საკვერცხის სტიმულაცია;
  • კვერცხუჯრედის ასპირაცია ანუ მომწიფებული კვერცხუჯრედების შეგროვება;
  • მამაკაცის სპერმის დამუშავება;
  • განაყოფიერება ანუ კვერცხუჯრედის და სპერმატოზოიდის შერწყმა ლაბორატორიულად;
  • ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანა;
  • ემბრიონის გენეტიკური ანალიზი.

ჟორდანიას კლინიკა პაციენტზე ორიენტირებული გარემოსა და ხარისხიანი სამედიცინო სერვისით გამორჩეულია რეგიონში. ინ ვიტრო განაყოფიერების მაღალი შედეგების გამო,   კლინიკას ხშირად აკითხავენ უცხოელი პაციენტებიც.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics